Моя страница

ჩვენს შესახებ


 kingmadbesh.ru.gg

შპს ”კინგი” - ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის (ბხც) ისტორია, მისია და მომავალი 

 ისტორია

 შპსკინგი - ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი (ბხ)

შპსკინგი” -ს  ბხ შეიქმნა 2013 წელს.      

2013-2014  წლებში  შპსკინგი” - ბხ-მა  შეიმუშავა და განავითარა ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და სამეწარმეო უნარ ჩვევების მიწოდება ახალგაზრდებისათვის, მათ შორის:

 

·        ბიზნეს საპროექტო წინადადებების შემუშავება;

·        მარკეტინგული და სოციალური კვლევები;

·        მენეჯმენტ კონსალტინგი;

·        ბიზნეს ტრენინგები;

·        მცირე ფერმერების კოოპერაციის ხელშეწყობა;

·        სტუდენტების გადამზადება ბიზნესის ადმინისტრირების უნარ-ჩვევებში;

·        სტუდენტების რეკრუტირებ ბხც - ის ბიზნეს საკონსულტაციო პროექტებში და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა;

·        ბიზნესის განვითარების და დასაქმების ღონისძიებების მართვა;

 

დღეს, დონორული და ეკონომიკური შემოსავლების და სახელმწიფო უნივერსიტეტების ტექნიკური და ადამიანური რესურსების საფუძველზე, შპსკინგი”-ბხ  და მისი შვილობილი ორგანიზაციები მოწოდებული არიან:

 

·         ხელი შეუწყონცირე და საშუალო ბიზნესისათვის და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მექანიზმის შექმნას;

·        ადამიანური რესურსების დასაქმების პროცესის სრულყოფისათვის - ახალი კადრების აღმოჩენის, გადამზადებისა და დასაქმებისფთვის;

 

 

       მისია 

 

შპსკინგი - ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი მისია

·        ახალგაზრდების ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში;

·        მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების ზრდა;

·        საქართველოს რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა მცირე და საშუალო საწარმოების დაარსებისათვის და განვითარებისათვის;

·        სოფლად ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაცია და მიმზიდველი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

·        ინოვაციების წახალისების ხელშეწყობა;

 

შპსკინგი - ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი  პრიორიტეტული სამიზნე ინდუსტრიები

მრეწველობა, სატრანსპორტო გადაზიდვები, ვაჭრობა, დისტრიბუცია, აგრობიზნესი, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინოვაციები, ალტერნატიული ენერგია, გარემოს დაცვა. 

 

შპსკინგი - ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი  სამიზნე ჯგუფები

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები და ფერმერები, სტუდენტები,

 

მომავალი

 

შპსკინგი - ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი სამომავლო სტრატეგია 

2013 – 2014 წლებში, შპსკინგი” -  ბხ  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალი მცირე და საშულო საწარმოების დაფუძნებას, არსებული მცირე და საშუალო საწარმოების პერმანენტულ განვითარებას და მათ მზადყოფნას უპასოხონ ახალ საბაზრო გამოწვევებს რომელიც დაკავშირებულია ევრო გაერთიანებაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივასთან. ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. 

აღნიშნული აქტივობების წარმატების გარანტია არის: ბხც-  შესაძლებლობების გაუმჯობესება:

·        ბხც-  ინფორმირებულობის  გაზრდა ბაზრის შესახებ, მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება, ახალი კადრების აყვანა გრძელვადიანი ხელშეკრულებით, არსებული ბხც-  თანამშრომლების  მენეჯმენტ კონსალტინგის უნარების ამაღლება და ბხც-  ალუმნების მობილიზაცია ექსპერტების სტატუსით ახალი ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების განხორციელებისათვის (ალუმნები - ყოფილი სტუდენტები რომლებიც მონაწილეობდნენ ბხც-  საკონსულტაციო პროექტებში, დღეს წარმატებული მეწარმეები ან ორგანიზაციების თანამშრომლები არიან და ინარჩუნებენ ურთიერთობებს ბხც- სთან)   

·        ბხც-  ტრენერების, კონსულტანტების და ინდუსტრიის ექსპერტების ბაზის განახლება, მათთან ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება Homepage-Konstruktor.ru სამომავლო თანამშრომლობაზე;

·        ბხც-  მიერ ცნობადობის ამაღლება უნივერსიტეტებში, პოტენციურ ინვესტორებში, დონორებში და სახელმწიფო ფონდებში ორგანიზაციის პროექტების, კლიენტი მცირე და საშუალო საწარმოების არსებული და დაგეგმილი სამომავლო პროგრესის შესახებ;

·        ბხც-  მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის პერმანენტული უზრუნველყოფა  პროფესიული კადრებით.

·        ბხც- ღონოსძიებების - დასაქმების და განათლების ფორუმები, ბიზნეს გეგმების კონკურსები, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის და ინოვაციების წახალისების ფორუმების და კულტურული ღონისძიებების  გაუმჯობესება და მაშტაბის ზრდა.

·        ბხც- მიერ ახალი ონლაინ საკონსულტაციო მომსახურების პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების პროექტების და ადამიანური რესურსების პროგრესის გამჭირვალეობას და ორგანიზაციების მიერ საკადრო და საინვესტიციო წარმატებული გადაწყვეტილებების მიღებას.







Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно