Моя страница

სერვისები



კონსალტინგი

Online კონსალტინგი

ბიზნეს გეგმები

საგრანტო წინადადებები

მარკეტინგული კვლევები

 

Online კონსალტინგი

შპს ”კინგი”-ს ბხც  მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნეს და იურიდიულ ონლაინ კონსულტაციებს. მომსახურების მიზანია მეწარმეებისა და ფერმერებისათვის ცენტრის მომსახურებით სარგებლობა გახდეს უფრო ადვილად ხელმისაწვდომი და კომფორტული.

 მომხმარებელს შპს ”კინგი”-ს ბხც- ის  თანამშრომლებისგან და კვალიფიციური ექსპერტებისგან ონლაინ კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის (www.kingdb@yahoo.com) და შპს ”კინგი”-ს ბხც-ის  ფორუმის საშუალებით.

  ბიზნეს გეგმები

შპს ”კინგი”-ს  ბხც -ის მომსახურების ერთ-ერთი სახეა ბიზნეს გეგმების შედგენა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოამდგენელთათვის და მეწარმეებისთვის ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, არსებულის განვითარებისთვის, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტის აღებისთვის, დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად და სხვ.

 შპს ”კინგი”-ს  ბხც -მ თავისი არსებობის მანძილზე საკმაო გამოცდილება დააგროვა წარმატებული და სრულყოფილი ბიზნეს გეგმების შექმნის კუთხით. ცენტრმა 2013 წლიდან დღემდე 50-ზე მეტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გაუწია დახმარება ახალი ბიზნესის წამოწყების თუ არსებულის განვითარების კუთხით. მათი უმეტესობა დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.

 
საგრანტო წინადადებები

შპს ”კინგი”-ს ბხც  ხელს უწყობს მცირე ფერმერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად გრანტის მიღებაში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა პროგრამებიდან.


დარსების დღიდან შპს ”კინგი”-ს ბხც -მ საგრანტო განაცხადის მომზადებაში დახმარება გაუწია ...-მდე ფერმერსა და მეწარმეს, რომელ ...% დაფინანსდა. უნდა აღინინშნოს, რომ მათი უმრავლესობა დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.  
დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ წარმატებული ისტორიების განყოფილებაში. 

 მარკეტინგული კვლევები

 
შპს ”კინგი”-ს ბხც-ის  გუნდის მიერ ხორცილედება სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის მარკეტინგული კვლევები, რაც მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებას, გამოკითხვების განხორციელებას და შეგროვებული მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს.


ღონისძიებების მენეჯმენტი

შპს ”კინგი”-ს ბხც აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სემინარების, კორპორატიული ღონისძიებების, ფორუმების, ფესტივალების მენეჯმენტს და ორგანიზებას. ზემოთაღნიშნულთაგან აღსანიშნავია განათლების და დასაქმების ფორუმი


განათლებისა და დასაქმების ფორუმი -  შპს ”კინგი”-ს ბხც-ის  მიერ ინიცირებული და ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაგანათლების ფორუმი წარმოადგენს ადგილობრივი და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო პროგრამების და ტრენინგ კურსების გაცნობის მეთოდს სწავლის მსურველი ახალგაზრდებისათვის და კომპანიების ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის, რის შედეგად სტუდენტები გეგმავენ თავიანთ განათლებას, ხოლო ადამიანური რესურსების მენეჯერებიმათი თანამშრომლების გადამზადებასდასაქმების ფორუმი წარმოადგენს კომერციული, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის კომპანიების და ორგანიზაციების მიერ მათი ვაკანსიების და დასაქმების კრიტერიუმების გაცნობას, როგორც ბაკალავრი, ასევე მაგისტრი სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა უმუშევრებისათვის. კომპანიების ადამიანური რესურსების მენეჯერები იბარებენ სტუდენტების CV-ებს და ატარებენ გასაუბრებას მათთვის საინტერესო კანდიდატებთან. დასაქმების ფორუმზე ასევე მიმდინარეობს სტუდენტების მიერ შემუშავებული სტუდენტური საკონსულტაციო პროექტების პრეზენტაცია, რაც ასევე აძლევს ხელს პოტენციურ დამსაქმებლებს დააკვირდნენ სტუდენტებს, მიიღონ ინფორმაცია სტუდენტების უნარ-ჩვევებზე და მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების და ახალგაზრდა დროებით უმუშევრების დასაქმებას, ასევე:

·        შეახვედროს ისინი პოტენციურ დამსაქმებელს, მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების კრიტერიუმების შესახებ, სპეციალურ პუნქტებში მიიღოს მათი CV/ რეზიუმეების 

·        მიაწოდოს მათ ინფორმაცია საგანმათლებლო და სატრენინგო შესაძლებლობების შესახებ საქართველოში და საზღვარგარეთ

·        შეახვედროს სტუდენტები და ახალგაზრდები საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რათა მათ მიიღონ რეკომენდაციები და ინფომაცია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში თუ სასწავლო/ტრენინგ-ცენტრში ჩაბარების პროცედურების, შერჩევის კრიტერიუმების და საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ

·        წარმოადგინოს ახალგაზრდების ბიზნეს იდეები პოტენციური დამფინანსებლების წინაშე     

 

რეკრუიტინგი

შპს ”კინგი”-ს ბხც  აქტიურად უწყობს ხელს დამამთავრებელი კურსების და ახალგაზრდა უმუშევრების დასაქმებას და სტაჟირებას საქართველოს კომპანიებში, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და .. სტუდენტებს, რომლებიც გადიან გადამზადებას შპს "კინგი"-ს ბხც-ს, აგრეთვე სბგც კავკასიის ბაზაზე, სტუდენტურ საკონსულტაციო პროექტებში ჩართვის შემდეგ ეძლევათ უფრო მეტი შანსი, რომ სასურველ კადრად იქცნენ კადრების მაძიებელი კომპანიიებისთვის

ყოველწლიური განათლებისა და დასაქმების ფორუმებით და სტუდენტების მიერ გამოგზავნილი საკუთარი CV-ები ან შპს ”კინგი” -ს ბხც-ში  შევსებულ სააპლიკაციო ფორმების მეშვეობით ბხც-ს  მონაცემთა ბაზა მუდმივი განახლების პროცესშია. სწორედ ამ ბაზას იყენებენ სხვადასხვა კომპანიები და  ორგანიზაციები კადრების შერჩევის პროცესში.

 კომპანიებისთვის კადრების მიწოდება ხდება სტუდენტური საკონსულტაციო პროექტების მონაწილე სტუდენტების შერჩევის შედეგად. ეკონომიკური პროფილის სტუდენტები, რომლებიც გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს, ხდებიან ბიზნესის განვითარების ტრეინინგების ბენეფიციარები. აღნიშნული ტრეინინგის წარმატებით გავლის შემდეგ ახალგაზრდები ერთვებიან სტუდენტურ საკონსულტაციო პროექტებში, სადაც ტრეინინგების შედეგად მიღებულ თეორიულ ცოდნას იღრმავებენ პრაქტიკული გამოცდილებით (ამუშვებენ ბიზნეს-გეგმებს, საგრანტო განაცხადებს და ადგენენ მარკეტინგულ კვლევებს სხვადასხვა ბიზნესების სასარგებლოდ, მოქმედი ბიზნეს ერთეულებისათვის ახდენენ მათი საფინანსო-ეკონმმიკური საქმიანობის კომპლექსურ ანალიზს, მის შეფასებას, გაკოტრების პროგნოზირებას, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას შპს ”კინგი”-ს ბხც-ს მიერ შემუშავებული ბიზნეს სიმულატორების და ბიზნეს ანალუტიკოსების გამოყენებით). მათი მუშაობის მეთვალყურეობას ახორციელებს შპს "კინგი"-ს ბხც-სთან შექმნილი პროფესიული (უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ფაკულტეტის) საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პროფესორ-მასწავლებლებით.

 ზემოთ აღნიშნული რუტინის გავლის შემდეგ სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრები წარმოადგენენ სხვადასხვა კომპანიების ინტერესის ობიექტს, მისაღები და სასურველი კადრები არიან სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი სააპლიკაციო ფორმა



სააპლიკაციო ფორმა


Top of Form

 

ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი: *

სახელი: *

გვარი: *

მამის სახელი: *

დაბადების თარიღი :*

მისამართი (ჩაწერის ადგილი) :*

მისამართი (მიმდინარე) :*

მოქალაქეობა :*

ოჯახური მდგომარეობა :*

დასაოჯახებელი

დაოჯახებული

ტელეფონი/ფაქსი :*

ელ. ფოსტა :

პასპორტის/პირადობი მოწმობის მონაცემები :*

განათლება (საშუალო) :*

განათლება (უმაღლესი) :*

გავლილი ტრეინინგები, სემინარები, კურსები.. :

უცხო ენების ცოდნა უცხო ენა - შეფასება (დაწყებითი/საშუალო/ კარგი/ძალიან კარგი): :

კომპიუტერის ცოდნა პროგრამა - შეფასება (მომხმარებელი/საშუალო/კარგი) :

ნებისმიერი გაერთიანების წევრობა (ორგანიზაცია/გაერთიანების- გამოსვლის თარიღი) :

სამუშაო გამოცდილება საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ქრონოლოგიურად (ორგანიზაცია, თანამდებობა/მუშაობის პერიოდი/ ანაზღაურება/წამოსვლის მიზეზი/ ფუნქცია-მოვალეობები): :

დაასახელეთ თქვენი ინტერესები, სპეციალური უნარ-ჩვევები აქტიობები :

მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობის სხვა სფერო ან სავარაუდო თანამდებობა :

მიუთითეთ პირები თქვენი ამჟამინდელი და წინა სამსახურიდან (სასწავლებლიდან და ..), ვისგანაც ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ რეკომენდაცია სახელი,გვარი/სამუშაო ადგილი, თანამდებობა/საკონტაქტო ტელეფონი :

ფაილის მიმაგრება :

 

Bottom of Form

 

 

Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно