საინფორმაციო მასალა
როგორ დავწეროთ ბიზნეს პროექტი
საფეხურები
1. 1პროექტი შედგება:
• თავფურცელი
• ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის შესახებ
• პროექტის აღწერა
• პროექტის შესრულების განრიგი
• ბიუჯეტი
• მოსალოდნელი შედეგები
• მონიტორინგი და შეფასება
2. 2პროექტის აღწერა
ა) პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი) გულისხმობს იმ კონკრეტული პრობლემის ხაზგასმას, რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი.
ბ) მიზანი გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომელიც ლოგიკურ კავშირში იქნება (მიმართული იქნება) ზემოთ აღწერილ პრობლემასთან.
გ) ამოცანები გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად. აქ უნდა მიუთითოთ რა ამოცანების გადაჭრას ისახავთ თქვენს პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად. მიზნის მისაღწევად შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამოდენიმე ამოცანა იმის გათვალისწინებით თუ როგორია თქვენი პროექტის სპეციფიკა.
დ) განხორციელების გზები გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს:
1) “როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს?
2) “ვინ” - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? და რა არის მათი ფუნქციები პროექტში?
ეს თავი უნდა შეიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ მსვლელობას. მასში უნდა აისახოს ეტაპებად დაყოფილი პროექტის შესასრულებლად გასაწევი საქმიანობა, განაწილებული თვეების (დღეების, კვირების, კვარტლების) მიხედვით თქვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. 3ბიუჯეტი
ბიუჯეტი განაცხადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი უნდა იყოს ლოგიკურ კავშირში პროექტის აღწერაში მითითებულ ამოცანებთან. თქვენი პროექტის ბიუჯეტის შედგენისას აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
• ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს ცხრილის სახე
• თუ დაფინანსების წყარო რამდენიმეა, ცხრილს შესაბამისად უნდა დაემატოს სვეტი, სადაც მითითებულ იქნება:
ა) დაფინანსების წყარო,
ბ) დაფინანსების საგანი(სამუშაო/მომსახურება)
გ) თანხის რაოდენობა;
• ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ სამუშაოებს/მომსახურების სფეროებს, რომლებიც შეესაბამება პროექტის ამოცანებს. არ შეიტანოთ ბიუჯეტში ის პუნქტები, რომლებიც არ არის აუცილებელი, არ არის არსებითი, ან მიუსადეგია თქვენი პროექტისთვის.
4. 4მოსალოდნელი შედეგები
განაცხადის ფორმის ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას. სასურველია შედეგები დაყოთ:
ა) რაოდენობრივი მაჩვენებლებით
ბ) თვისობრივი მაჩვენებლებით
სასურველია მიუთითოთ, აგრეთვე რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს მიერ განხორციელებულმა პროექტმა სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
5. 5მონიტორინგი და შეფასება
განაცხადის ფორმის ამ ნაწილში თქვენ უნდა შესთავაზოთ ფონდს, თუ როგორ აწარმოოს თქვენი პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება და რა კრიტერიუმებით შეაფასოს მისი წარმატება.
მონიტორინგი ამ ნაწილში უნდა მიუთითოთ თუ როგორი იქნება კონკრეტულად თქვენი პროექტის განვითარებაზე თვალყურის დევნების (მონიტორინგის) მექანიზმი და პერიოდულობა.
შეფასება მიუთითეთ ის სავარაუდო კრიტერიუმები (მაჩვენებლები), რომლებიც განსაზღვრავენ თქვენი პროექტის წარმატებას.
როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა
ბიზნეს გეგმა-არის საწარმოს ამოსავალი წერტილი. ის გვიჩვენებს თუ როგორი იქნება წარმოება და რა გზით მივაღწევთ მოგებას. ბიზნეს გეგმა საჭიროა როგორც შიდა მიზნებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის, რომ გაამართლოს მათმა ნდობამ და დავარწმუნოთ კომპანიის პოტენციურ მომგებიანობაში და დახმარება უსაფრთხო ინვესტირებაში.
საფეხურები
1. ბიზნეს გეგმაში უნდა შედიოდეს თავფურცელი, რეზიუმე და შემდეგი განყოფილებები:
-ინფორმაცია კომპანიის შესახებ.;
-პროდუქტები და მომსახურება;
-ეკონომიკური სექტორის ანალიზი;
-მარკეტინგული ანალიზი და სტრატეგია;
-საწარმოო გეგმა და პროცესი;
-ორგანიზაცია და მართვა;
-ფინასური გეგმა;
-რისკის ანალიზი;
-განცხადება;
2. 1თავფურცელი:
მიუთითეთ სახელი, მისამართი, კომპანიის ტელეფონი, მფლობელების სახელი გვარი, ტელეფონი, ბიზნესის სფერო, დაფინანსირების საჭიროება, ბიზნეს გეგმის შექმნის თარიღი, შემქნელის სახელი გვარი, შეიტანეთ პუნქტი კონფინდეციალობის შესახებ.
3. 2ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
კომპანიის შექმნის ისტორია, ბიზნესის ტიპი, ბიზნესის ტენდენციები, ძირითადი მიზნები, მიღწევები და პრობლემები, ძლიერი და სუსტი მხარეები, აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდები, უსაფრთხოების სისტემა.
4. 4პროდუქტები და მომსახურება:
განმასხვავებელი მახასიათებლები პროდუქციისა და მომსახურების, მოიტანეთ ასორტიმენტი, მისი დამზადების ღირებულება და მომგებიანობა, სტრატეგიული შესაძლებლობები და გეგმები, ფართო წარმოება.
5. 5ეკონომიკური სექტორის ანალიზი:
აღწერეთ სიმწიფე კონკურენციის ხასიათი კონკრეტულ სფეროში, ინოვაცია და ტექნოლოგიური ცვლილებები, სამართლებრივი კანონმდებლობა და ეკონომიკური ტენდეციები.
6. 6მარკეტინგული ანალიზი და სტრატეგია:
დიდი ყურადღება მიაქციეთ მარკეტინგულ ანალიზს და სტრატეგიას, რადგან ისინი აჩვენებენ ფირმის შესაძლებლობებს და უნარს გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება ბაზარზე. ასახეთ თქვენი ბაზრის წილი ქალაქის ან ქვეყნის მაშტაბით, დეტალურად აღწერეთ კონკურენტები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, პერსპექტივები.
7. 7საწარმოო გეგმა და პროცესი:
დაითვალეთ მარკეტინგზე გაწეული ხარჯები, წარმოადგინეთ სტრატეგია საბაზრო დაგეხმარება და ხარჯები მომხმარებლის მომსახურეობაზე, ხარისხის კონტროლი, ნედლეურის საჭიროება და მასთან დაკავშირებული ხარჯები, მიუთითეთ ძირითადი მომწოდებლები, ისტორია ურთიერთობის და ძირითადი თანამშრომლობის პირობები, აღნიშნეთ ხელმისაწვდომი იჯარით ფართი ან საკუთარი, მოწყობილობები, ინფორმაცია პერსონალის შესახებ, ხელფასის დონე, იმის საჭიროება, რომ მოვიზიდოთ ახალი კადრები.
8. 8ორგანიზაცია და მართვა:
უნდა შეიცავდეს საკუთრების ფორმას (შპს,სპს, სს და ა. შ.) მთავარი მონაწილეები და აქციონერები, ინფორმაცია ტოპ მენეჯერებზე, პროფესიული გამოცდილება, მიღწევები და მოვალეობები.
9. 9ფინასური გეგმა:
სავარაუდო გაყიდვების რაოდენობა, ხარჯები, ფულადი ნაკადი და საანგარიშო პროგნოზი. ბიზნეს გეგმის ეს ნაწილი მაქსიმალურად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, აღნიშნული გათვლებით, სქემებით, გრაფიკებით და ა. შ.
10. 10რისკის ანალიზი:
რომელიც შეიძლება შეიცვალოს ეკონომიკის ვითარებით ქვეყანაში, ბაზრის არასტაბილურობით, არასტაბილური ვითარებით რეგიონში და სხვა.
11. 11განცხადება:
შეაჯამეთ ძირითადი იდეები, მიზნები და ბიზნეს გეგმის შედეგი. ბიზნეს გეგმა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ ინვესტროს მოანდომოს დეტალურად წაიკითხოს. ინვესტორს წარუდგინეთ: მტკიცე ბაზრის ანალიზი, პროდუქტის სპეციფიკურობა, ფოტოები, სარეკლამო ბროშურები, ტოპ მენეჯერების რეზიუმე, კონტრაქტი, სარეკომენდაციო წერილი.
გაფრთხილებები
· შეჯამება ხდება მხოლოდ ბოლოს, მაგრამ იწერება ბიზნეს გეგმის დასაწყისში.
Share on facebookShare on twitterShare on emailShare on printShare on gmailShare on stumbleuponShare on favoritesShare on tumblrShare on pinterest_shareShare on googleShare on linkedinShare on bloggerShare on deliciousShare on yahoomailMore Sharing Services75
======================================================================================================
თქვენ ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:
1.
პროექტის აღწერა არის სააპლიკაციო ფორმის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ორ…
2.
CV განკუთვნილია იმისათვის, რომ შეუქმნას წარმოდგენა თქვენს შესახებ მათ ვისაც არ აქვს საკმარისი დრო თქვენი…
3.
CV (ამერიკულად რეზიუმე) - არ წარმოადგენს თხრობით სტილში დაწერილ ამბავს ჩვენი წარსულის შესახებ. მას სპეციფიური…
4.
კარგ სამსახურში მიღებისას ხშირად დამსაქმებელი რეზიუმეს (CV) გარდა ითხოვს ავტობიოგრაფიასა და დახასიათებას. იმაზე, თუ როგორ…
5.
როგორ დავწეროთ ანგარიში (რეპორტი)
სამხედრო საქმეში მცირე ანგარიშ უწოდებენ რეპორტს (ფრ. raport) – ოფიციალური სიტყვიერი ან წერილობითი ანგარიში ქვედა…
6.
დავწეროთ არგუმენტირებული ესე (აბიტურიენტებისათვის)
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუმენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის…